მეექვსე დღის რეფლექსია
შეფასების სქემაზე ვმუშაობთ, ადრე მეგონა მთავარი იყო პროექტის იდეა, მიზნების შემუშავება, აქტივობების დაგეგმვა და მორჩა პროექტი მზად იყო. თურმე შეფასების სქემები ერთ–ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და შრომატევადი პროცესი ყოფილა. არც ამდენ ყურადღებას არ ვამახვილებდი ამ პროცესზე, თანდათან ვხვდები მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში და თანატოლთა ურთიერთშეფასება რამდენად მნიშვნელოვანია. ისევე როგორც მე ვგრძნობ რამდენად აუცილებელია ჩემი განვითარებისათვის ჩემი კოლეგების სწორი შეფასება და ურთიერთშეფასება. Intel -ის სახელმძღვანელოში უამრავი რესურსია, რომელიც შეგვიძლია ნიმუშებად გამოვიყენოთ.
No comments:
Post a Comment