დღევანდელი ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ვისწავლეთ პროექტის მიზნის წერა, ასევე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შევსება ,რომელიც მორგებული იქნებაჩვენს პროექტზე
დღეს შეფასების სხვადასხვა მეთოდები, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები განვიხილეთ. წავიკითხეთ მასალები და ვიმსჯელეთ შეფასების მიზნებზე, მეთოდებზე და მის ეფექტურად გამოყენებაზე. გავიაზრეთ რამდენად აუცილებელია შეფასება ხდებოდეს პროექტის ყველა ეტაპზე, ამავე დროს აუცილებელია მოსწავლეთა ჩართვა თვითშეფასების პროცესში,ასევე აუცილებელია მათთვის შეფასების რუბრიკების გაცნობა. ვფიქრობ ამის შემდეგ, მოცემული დავალება, დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა, არ გამიჭირდება.
No comments:
Post a Comment