Thursday, November 10, 2016
რეფლექსიის მეშვიდე დღე
თანდათან საინტერესო ხდება მუშაობა,ვისწავლეთ პორთფოლიოს შექმნა,, პროექტის გეგმა თანდათან დასასრულს უახლოვდება, პარალელურად კლასში ვახორციელებთ პროექტს,მოსწავლეები აგზავნიან პრაქტიკულად შესრულებულ ნამუშევრებს ჩემთან, ჩვენი შექმნილი პრეზენტაციები ავტვირთეთ ბლოგზე და გავაზიარეთ. კომენტარებს კი თანდათან გავაკეთებთ. კარგია რომ რეფლექსიის ბლოგი გვაქვს და უკუკავშირის შესაძლებლობები გვაქვს. სხვა ტრენინგებზე ბოლოს ფურცლებზე ვაკეთებდით შეფასებებს და ერთმანეთის შეხედულებების გაცნობისა და უკუკავშირის ასეთი საშუალება არ გვქონდა. გონივრულად გამოყენებული ტექნოლოგიები მართლაც რომ კარგი საშუალებაა სწავლის ხელშესაწყობად. ხშირი რეფლექსიები და სასწავლო პროცესის ანალიზის განუწყვეტელი პროცესი, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თვითშეფასებისა და თვითრეგულირების უნარის განვითარებას,
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment