დასრულდა ტრენინგი. დავასრულეთ პროექტზე მუშაობა,რომელიც ძალიან საინტერესო და შრომატევადი იყო,მაგრამ ინოვაციური, სიახლეებით აღსავსე.
პროექტის თითოეულ ეტაპზე მუშაობა გამოირჩეოდა მიზანმიმართულობით, პროექტზე მუშაობისას დიდი მეგზურობა გაგვიწია და ცოდნა შეგვძინა ჩვენმა ტრენერმა ბატონ დავით ჯანიაშვილმა,რომელსაც დიდ მადლობას ვუხდით.
ჩემი მოლოდინები, რაც ამ პროექტის მიმართ გამაჩნდა სულიად გამართლდა, არ ვიცი სრულყოფილად შევძელი თუ არა ამ სამუშაოს შესრულება,მაგრამ ეს არ არის მთავარი, მე ვფიქრობ intel-ის კურსი არ დასრულებულა, პროექტებზე შემდგომ მუშაობისას ერთგული მეგობარივით და მრჩეველივით გვეყოლება გვერდში ის მასალები, გზამკვლევები, ნიმუშები და უამრავი რესურსი და კიდევ ჩვენი დაუზარელი ტრენერი ბატონი დავითი, რომელსაც ალბათ კიდევ შევაწუხებთ ხანდახან, რადგან ვიცით რომ ჩვენს ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხის გაცემა და კონსულტაცია არ დაეზარება.
მინდა რომ კიდევ ერთხელ გადავავლო თვალი ამ პროცესს დაწყების პირველი დღიდან. მივხვდი რომ intel–ის ტრენინგი არის საჭირო და აუცილებელი ყველა მასწავლებლისთვის, ვინც დაინტერესებულია პროექტებით სწავლებით და ესმის ამ სწავლების უპირატესობა ჩვეულებრივი სასწავლო პროცესისაგან განსხვავებით. პროექტებს ადრეც ვაკეთებდი , მაგრამ უამრავი კითხვა მქონდა ამასთან დაკავშირებით, მივხვდი რომ პროფესიულად გავიზარდე,
ვეცდებით ტრენინგზე ნასწავლი დავგეგმოთ და განვახორციელოთ პრაქტიკაში.
No comments:
Post a Comment