Thursday, November 17, 2016

რეფლექსიის მე-9-ე დღე

          დასრულდა ტრენინგი. დავასრულეთ პროექტზე მუშაობა,რომელიც  ძალიან საინტერესო და შრომატევადი  იყო,მაგრამ ინოვაციური, სიახლეებით აღსავსე.
პროექტის თითოეულ ეტაპზე მუშაობა გამოირჩეოდა მიზანმიმართულობით, პროექტზე მუშაობისას დიდი მეგზურობა გაგვიწია და ცოდნა შეგვძინა ჩვენმა ტრენერმა ბატონ დავით  ჯანიაშვილმა,რომელსაც დიდ მადლობას ვუხდით.

ჩემი მოლოდინები, რაც ამ პროექტის მიმართ გამაჩნდა სულიად გამართლდა, არ ვიცი სრულყოფილად შევძელი თუ არა ამ სამუშაოს შესრულება,მაგრამ ეს არ არის მთავარი, მე ვფიქრობ intel-ის კურსი არ დასრულებულა, პროექტებზე შემდგომ მუშაობისას ერთგული მეგობარივით და მრჩეველივით გვეყოლება  გვერდში ის მასალები, გზამკვლევები, ნიმუშები და უამრავი რესურსი და კიდევ ჩვენი დაუზარელი ტრენერი ბატონი დავითი, რომელსაც ალბათ კიდევ შევაწუხებთ ხანდახან, რადგან ვიცით რომ ჩვენს ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხის გაცემა და კონსულტაცია  არ დაეზარება.          

      მინდა რომ კიდევ ერთხელ გადავავლო თვალი ამ პროცესს დაწყების პირველი დღიდან. მივხვდი რომ  intel–ის ტრენინგი არის საჭირო და აუცილებელი ყველა მასწავლებლისთვის, ვინც დაინტერესებულია პროექტებით სწავლებით და ესმის ამ სწავლების უპირატესობა ჩვეულებრივი სასწავლო პროცესისაგან განსხვავებით. პროექტებს ადრეც ვაკეთებდი , მაგრამ უამრავი კითხვა მქონდა ამასთან დაკავშირებით, მივხვდი რომ პროფესიულად გავიზარდე, 

          ვეცდებით ტრენინგზე ნასწავლი დავგეგმოთ და განვახორციელოთ პრაქტიკაში.

Friday, November 11, 2016

რეფლექსიის მერვე დღე

      საინტერესო იყო  დღევანდელი დღე , ცოტა რთული იყო მუშაობა,მაგრამნაყოფიერი
  პროექტებით სწავლება ყოველთვის მაინტერესებდა და მინდოდა მეტი ცოდნა მიმეღო  ამის  შესახებ, მაგრამ რაც მოსწავლის ნიმუშების შექმნის დროს გავაცნობიერე, სულ სხვა შეგრძნება იყო, კარგია რომ ეს პროცესი ჩადეს ამ ტრენინგში, თავიდან თითქოს ზედმეტი მომეჩვენა ეს ნაწილი, შემდეგ მივხვდი,რომ ამ დროს ყველაზე მეტად ვუახლოვდებით მოსწავლეს, ეხლა უკვე კარგად ვიცი მოსწავლე რას გრძნობს,როგორი ემოციები აქვს,  რამდენ ენერგიას ხარჯავს,როგორი მოტივირებულია, როგორ ვითარდება შემოქმედებითად და როგორ ელოდება თანატოლთა და ხელმძღვანელის შეფასებებს,როგორ ეჩვევა ფიქრს და ანალიზს, როგორ უვითარდება საკუთარი ძალების რწმენა.  

Thursday, November 10, 2016

რეფლექსიის მეშვიდე დღე

       თანდათან საინტერესო ხდება მუშაობა,ვისწავლეთ პორთფოლიოს შექმნა,, პროექტის გეგმა თანდათან  დასასრულს უახლოვდება,  პარალელურად კლასში ვახორციელებთ პროექტს,მოსწავლეები აგზავნიან პრაქტიკულად   შესრულებულ ნამუშევრებს  ჩემთან,          ჩვენი შექმნილი პრეზენტაციები ავტვირთეთ ბლოგზე და გავაზიარეთ. კომენტარებს კი თანდათან გავაკეთებთ. კარგია რომ რეფლექსიის ბლოგი გვაქვს და უკუკავშირის შესაძლებლობები გვაქვს. სხვა ტრენინგებზე ბოლოს ფურცლებზე ვაკეთებდით შეფასებებს და ერთმანეთის შეხედულებების გაცნობისა და  უკუკავშირის ასეთი საშუალება არ გვქონდა.  გონივრულად გამოყენებული ტექნოლოგიები მართლაც რომ  კარგი საშუალებაა სწავლის ხელშესაწყობად. ხშირი რეფლექსიები და სასწავლო პროცესის ანალიზის განუწყვეტელი პროცესი, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თვითშეფასებისა და თვითრეგულირების უნარის განვითარებას,                       

პროექტის პორთფოლიო

                პროექტის პორთფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Friday, November 4, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

შეფასების სქემაზე ვმუშაობთ, ადრე მეგონა მთავარი იყო პროექტის იდეა, მიზნების შემუშავება, აქტივობების დაგეგმვა და მორჩა პროექტი მზად იყო. თურმე შეფასების სქემები  ერთ–ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და შრომატევადი პროცესი ყოფილა. არც ამდენ ყურადღებას არ ვამახვილებდი ამ პროცესზე, თანდათან ვხვდები მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში და თანატოლთა ურთიერთშეფასება რამდენად მნიშვნელოვანია. ისევე როგორც მე ვგრძნობ რამდენად აუცილებელია ჩემი განვითარებისათვის ჩემი კოლეგების სწორი შეფასება და ურთიერთშეფასება. Intel -ის სახელმძღვანელოში უამრავი რესურსია, რომელიც შეგვილია ნიმუშებად გამოვიყენოთ. 

                                     
თანდათან საინტერესო ხდება ტრენინგზე მუშაობის ყოველი დღე. მართალია რთულია, მაგრამ  სწავლების ყველაზე ძლიერი ფორმაა_სწავლა კეთებით, რომელიც არასდროს ავიწყდება ადამიანს ძალიან ეფექტურია.
    ვისწავლეთ შეფასების რუბრიკების წერა, მიზანსა და შეფასების რუბრიკებს შორის კავშირი, რესურსების მოძიება და ა. შ.
      ძალიან დიდი მადლობა ტრენერს_ბატონ დავით ჯანიაშვილს.