საინტერესო იყო დღევანდელი დღე , ცოტა რთული იყო მუშაობა,მაგრამნაყოფიერი
პროექტებით სწავლება ყოველთვის მაინტერესებდა და მინდოდა მეტი ცოდნა მიმეღო ამის შესახებ, მაგრამ რაც მოსწავლის ნიმუშების შექმნის დროს გავაცნობიერე, სულ სხვა შეგრძნება იყო, კარგია რომ ეს პროცესი ჩადეს ამ ტრენინგში, თავიდან თითქოს ზედმეტი მომეჩვენა ეს ნაწილი, შემდეგ მივხვდი,რომ ამ დროს ყველაზე მეტად ვუახლოვდებით მოსწავლეს, ეხლა უკვე კარგად ვიცი მოსწავლე რას გრძნობს,როგორი ემოციები აქვს, რამდენ ენერგიას ხარჯავს,როგორი მოტივირებულია, როგორ ვითარდება შემოქმედებითად და როგორ ელოდება თანატოლთა და ხელმძღვანელის შეფასებებს,როგორ ეჩვევა ფიქრს და ანალიზს, როგორ უვითარდება საკუთარი ძალების რწმენა.
No comments:
Post a Comment