პროექტის თითოეულ ეტაპზე მუშაობა გამოირჩეოდა მიზანმიმართულობით, პროექტზე მუშაობისას დიდი მეგზურობა გაგვიწია და ცოდნა შეგვძინა ჩვენმა ტრენერმა ბატონ დავით ჯანიაშვილმა,რომელსაც დიდ მადლობას ვუხდით.
Thursday, November 17, 2016
რეფლექსიის მე-9-ე დღე
დასრულდა ტრენინგი. დავასრულეთ პროექტზე მუშაობა,რომელიც ძალიან საინტერესო და შრომატევადი იყო,მაგრამ ინოვაციური, სიახლეებით აღსავსე.
პროექტის თითოეულ ეტაპზე მუშაობა გამოირჩეოდა მიზანმიმართულობით, პროექტზე მუშაობისას დიდი მეგზურობა გაგვიწია და ცოდნა შეგვძინა ჩვენმა ტრენერმა ბატონ დავით ჯანიაშვილმა,რომელსაც დიდ მადლობას ვუხდით.
პროექტის თითოეულ ეტაპზე მუშაობა გამოირჩეოდა მიზანმიმართულობით, პროექტზე მუშაობისას დიდი მეგზურობა გაგვიწია და ცოდნა შეგვძინა ჩვენმა ტრენერმა ბატონ დავით ჯანიაშვილმა,რომელსაც დიდ მადლობას ვუხდით.
Friday, November 11, 2016
რეფლექსიის მერვე დღე
საინტერესო იყო დღევანდელი დღე , ცოტა რთული იყო მუშაობა,მაგრამნაყოფიერი
პროექტებით სწავლება ყოველთვის მაინტერესებდა და მინდოდა მეტი ცოდნა მიმეღო ამის შესახებ, მაგრამ რაც მოსწავლის ნიმუშების შექმნის დროს გავაცნობიერე, სულ სხვა შეგრძნება იყო, კარგია რომ ეს პროცესი ჩადეს ამ ტრენინგში, თავიდან თითქოს ზედმეტი მომეჩვენა ეს ნაწილი, შემდეგ მივხვდი,რომ ამ დროს ყველაზე მეტად ვუახლოვდებით მოსწავლეს, ეხლა უკვე კარგად ვიცი მოსწავლე რას გრძნობს,როგორი ემოციები აქვს, რამდენ ენერგიას ხარჯავს,როგორი მოტივირებულია, როგორ ვითარდება შემოქმედებითად და როგორ ელოდება თანატოლთა და ხელმძღვანელის შეფასებებს,როგორ ეჩვევა ფიქრს და ანალიზს, როგორ უვითარდება საკუთარი ძალების რწმენა.

Thursday, November 10, 2016
რეფლექსიის მეშვიდე დღე
თანდათან საინტერესო ხდება მუშაობა,ვისწავლეთ პორთფოლიოს შექმნა,, პროექტის გეგმა თანდათან დასასრულს უახლოვდება, პარალელურად კლასში ვახორციელებთ პროექტს,მოსწავლეები აგზავნიან პრაქტიკულად შესრულებულ ნამუშევრებს ჩემთან, ჩვენი შექმნილი პრეზენტაციები ავტვირთეთ ბლოგზე და გავაზიარეთ. კომენტარებს კი თანდათან გავაკეთებთ. კარგია რომ რეფლექსიის ბლოგი გვაქვს და უკუკავშირის შესაძლებლობები გვაქვს. სხვა ტრენინგებზე ბოლოს ფურცლებზე ვაკეთებდით შეფასებებს და ერთმანეთის შეხედულებების გაცნობისა და უკუკავშირის ასეთი საშუალება არ გვქონდა. გონივრულად გამოყენებული ტექნოლოგიები მართლაც რომ კარგი საშუალებაა სწავლის ხელშესაწყობად. ხშირი რეფლექსიები და სასწავლო პროცესის ანალიზის განუწყვეტელი პროცესი, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თვითშეფასებისა და თვითრეგულირების უნარის განვითარებას,
Friday, November 4, 2016
მეექვსე დღის რეფლექსია
შეფასების სქემაზე ვმუშაობთ, ადრე მეგონა მთავარი იყო პროექტის იდეა, მიზნების შემუშავება, აქტივობების დაგეგმვა და მორჩა პროექტი მზად იყო. თურმე შეფასების სქემები ერთ–ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და შრომატევადი პროცესი ყოფილა. არც ამდენ ყურადღებას არ ვამახვილებდი ამ პროცესზე, თანდათან ვხვდები მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში და თანატოლთა ურთიერთშეფასება რამდენად მნიშვნელოვანია. ისევე როგორც მე ვგრძნობ რამდენად აუცილებელია ჩემი განვითარებისათვის ჩემი კოლეგების სწორი შეფასება და ურთიერთშეფასება. Intel -ის სახელმძღვანელოში უამრავი რესურსია, რომელიც შეგვიძლია ნიმუშებად გამოვიყენოთ.
თანდათან საინტერესო ხდება ტრენინგზე მუშაობის ყოველი დღე. მართალია რთულია, მაგრამ სწავლების ყველაზე ძლიერი ფორმაა_სწავლა კეთებით, რომელიც არასდროს ავიწყდება ადამიანს ძალიან ეფექტურია.
ვისწავლეთ შეფასების რუბრიკების წერა, მიზანსა და შეფასების რუბრიკებს შორის კავშირი, რესურსების მოძიება და ა. შ.
ძალიან დიდი მადლობა ტრენერს_ბატონ დავით ჯანიაშვილს.
Thursday, November 3, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
დღევანდელი ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ვისწავლეთ პროექტის მიზნის წერა, ასევე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შევსება ,რომელიც მორგებული იქნებაჩვენს პროექტზე
დღეს შეფასების სხვადასხვა მეთოდები, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები განვიხილეთ. წავიკითხეთ მასალები და ვიმსჯელეთ შეფასების მიზნებზე, მეთოდებზე და მის ეფექტურად გამოყენებაზე. გავიაზრეთ რამდენად აუცილებელია შეფასება ხდებოდეს პროექტის ყველა ეტაპზე, ამავე დროს აუცილებელია მოსწავლეთა ჩართვა თვითშეფასების პროცესში,ასევე აუცილებელია მათთვის შეფასების რუბრიკების გაცნობა. ვფიქრობ ამის შემდეგ, მოცემული დავალება, დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა, არ გამიჭირდება.

Friday, October 28, 2016
რეფლექსიის მეოთხე დღე
დღევანდელი ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ვისწავლეთ პროექტის მიზნების წერა,რომელიცწარმოადგენს პროექტის ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან ნაწილს . დიდი მადლობა ტრენერს ,რომელიც ძალიან ცდილობს და იხარჯება რათა კარგად გავიგოთ პროექტრბის დაგეგმვა.
Thursday, October 27, 2016
მესამე დღის რეფლექსია
დღეს წარმოვადგინეთპროექტის თემა და შინაარსი. ჯგუფის თითოეულმა წევრმა წარმოვადგინეთ დავალება ტრენერმა მოგვცა შესაბამისი ინსტრუქცია, რათა პროექტი წარმატებული გამოგვივიდესდა დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება.
Friday, October 21, 2016
რეფლექსია პირველი და მეორე დღე
საინტერსო იყო ტრენინგი იმით, რომ გავეცანით პროექტის ნიმუშებს . რესურსის მოძებნის მეთოდებს, მინდა შევქმნა საინტერესო პროექტი , ვისწავლო და დავნერგო სწავლების დროს . რათა ავუმაღლო მოტივაცია მოსწავლეებს მინდა კარგი პროექტის თემა შევარჩიო,ცოტა ვნერვიულობ როგორი გამომივა
Subscribe to:
Posts (Atom)